ახალი ამბები

საპარტნიორო ფონდი მდინარე ვერეს ადიდებით დაზარალებულებს 50 ათასი ლარით დაეხმარება

15 ივნისი, 2015 •
საპარტნიორო ფონდი მდინარე ვერეს ადიდებით დაზარალებულებს 50 ათასი ლარით დაეხმარება

„ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და განვიცდით იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდნენ წუხანდელი სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახები. ჩვენ გამოვყავით 50 000 ლარი, გადავრიცხავთ სპეციალურ ანგარიშზე და გვსურს მათი მდგომარეობის შემსუბუქებაში გარკვეული წვლილი შევიტანოთ,” – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი