ახალი ამბები

დავით ნარმანიას თქმით, გმირთა მოედანი 16 ივნისს გახსნილი უნდა იყოს

15 ივნისი, 2015 •
დავით ნარმანიას თქმით, გმირთა მოედანი 16 ივნისს გახსნილი უნდა იყოს

“დიდი ნაწილი, გარდა თვითონ ვერეს ხეობის გზისა, დღეს გვიან ღამით უნდა გაიხსნას, რათა ხვალ დილიდან ძირითადი მოძრაობა იყოს აღდგენილი”, – განუცხადა კურიერს დავით ნარმანიამ.

 

გმირთა მოედანზე გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

 

13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან.

ნარმანია
ნარმანია

მასალების გადაბეჭდვის წესი