კრემლი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა „სპეცსამსახურების საშუალებით ინფორმაციის მიწოდებისთვის, რამაც რუსეთში ტერორისტული აქტების პრევენციას შეუწყო ხელი“.

კრემლის განცხადებშია ნათქვამია, რომ 29 დეკემბრის სატელეფონო ზარით პრეზიდენტებმა განიხილეს „საერთო ინტერესის მრავალი საქმე“ და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ორმხრივ თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საუბრის ინიციატორი რუსული მხარე იყო. ეს იყო პირველი სატელეფონო საუბარი პუტინსა და ტრამპს შორის 2019 წლის ივლისის შემდეგ.

თეთრ სახლს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია განცხადება საუბრის საუბრის შესახებ და არც დამატებითი კომენტარი გაუკეთებია.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანახმად, 27 დეკემბერს რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს აშშ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. უწყების თანახმად, დაკავებულები აპირებდნენ ტერორისტული აქტების მოწყობას სანკტ-პეტერბურგში ახალი წლის ღამეს.