გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ დღეს დილიდან პანკისში იმყოფება. „ძალიან ბევრი სპეცრაზმელი იყო. აი, უამრავი. დიდხანს ატარებდნენ სპეცოპერაციას, სახლებს ჩხრეკდნენ, რამდენი ადამიანი დააკავეს, ზუსტად ვერ ვიტყვი. ერთი რაც ვიცი, დაკავებულია თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი, გელა უნდა ერქვს. სხვა დაკავებულების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი, თითქოს ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო დააკავეს. არა მგონია, იარაღი იყოს ამოღებული“.
გელა მთივლიშვილის თქმით, მოსახლეობა დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს. ხვალ ამ მოთხოვნით ხეობაში საპროტესტო აქციებიც იგეგმება.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ თემაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.