ახალი ამბები

“შობამდე შეწყალება იქნება” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

29 დეკემბერი, 2019 • 1535
“შობამდე შეწყალება იქნება” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი შობამდე ანუ 7 იანვრამდე შეწყალების აქტს გამოსცემს. ამის შესახებ რუსთავი 2-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ირინე შენგელიამ განუცხადა.

“შობამდე შეწყალება იქნება. მორატორიუმი შეწყდა და მიღებულია ახალი წესი. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა,” – აღნიშნა ირინე შენგელიამ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.

ის დამატებით ინფორმაციას, ზუსტად როდის გამოიცემა შეწაყლების აქტი და იქნება თუ არა შეწაყლებულებს შორის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, არ ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი