ახალი ამბები

ქუმსიშვილი: ვემზადებით როგორც ღამისთვის, ასევე გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის

14 ივნისი, 2015 •
ქუმსიშვილი: ვემზადებით როგორც ღამისთვის, ასევე გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის

13 მაისს, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ქუჩების ნაწილი დაიტბორა, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ვერე და დატბორა ზოოპარკისა და გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია. გმირთა მოედანზე მოძრაობა სატრანსპორტო საშუალებებისათვის გახსნილი არ არის.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე მათ 2 ძირითადი ამოცანა აქვთ: 

“პირველია სატრანსპორტო კვანძების გახსნა და მეორე არის წყლისთვის საკმარისი მოცულობის გახსნა, ანუ, ჩვენ გვინდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ წყალი, რომელიც ახლა არის მდინარე ვერეში, რომელმაც წვიმის შემთხვევაში შეიძლება აიწიოს, აღნიშნულმა გვირაბებმა ეს წყალი გაატაროს და მიმდინარეობს გაწმენდა იმ ხე-ტყისგან თუ ნაგვისგან, რომელიც არის გვირაბებში ახლა ჩახერგილი,”- ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.


მდინარე ვერე და მიმდებარე ტერიტორია სტიქიის შემდეგ. 14.06.2015
მდინარე ვერე და მიმდებარე ტერიტორია სტიქიის შემდეგ. 14.06.2015


უკანასკნელი ცნობებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 24 ადამიანს კი ეძებენ. სტიქიამ 165 ადამიანი დააზარალა. მერიის ცნობით, ისინი სასტუმროებში დააბინავეს.  


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 15 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, სტიქიის ლიკვიდაციაში ჯარიც ჩაერთო.

მასალების გადაბეჭდვის წესი