ახალი ამბები

პრეზიდენტის ბრძანებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში საქართველოს ჯარიც ჩაერთო

14 ივნისი, 2015 •
პრეზიდენტის ბრძანებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში საქართველოს ჯარიც ჩაერთო

საქართველოს პრეზიდენტის 14 ივნისს გამოცემული ბრძანებულბის მიხედვით, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაში ჩაერთვებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ბრიგადა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა.

 

 3 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან

გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან
გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი