ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სტიქიის გამო დაღუპულთა ოჯახებს 10-10 ათასი ლარი გადაეცემა

14 ივნისი, 2015 •
ღარიბაშვილი: სტიქიის გამო დაღუპულთა ოჯახებს 10-10 ათასი ლარი გადაეცემა

“ჩვენ შეგვიძლია ბატონო -რემიერ-მინისტრო, რომ ყველა ოჯახს დაკრძალვის მიხედვით, გამოვუყოთ 5-5 ათასი ლარი, რაც გვქონდა ასეთი შემთხვევებისათვის”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 

“თითო ოჯახს გამოვუყოთ 10 ათასი ლარი”, – უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ხადურს საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე.

 

13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან

ირაკლი ღარიბაშვილი; 7.05.2015; ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ირაკლი ღარიბაშვილი; 7.05.2015; ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი