ახალი ამბები

თუ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ისევ ჩაერევა, პენტაგონი შესაბამისად უპასუხებს – The Washington Post

26 დეკემბერი, 2019 • 1371
თუ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ისევ ჩაერევა, პენტაგონი შესაბამისად უპასუხებს – The Washington Post

ამერიკული გამოცემა The Washington Post წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების სარდლობა ამზადებს კიბერშეტევის სტრატეგიას, რომელსაც გამოიყენებს რუსი თანამდებობის პირებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ, თუკი რუსეთის ფედერაცია აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცდება.

გამოცამაში ასევე მოყვანილია თავდაცვის დეპარტამენტის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საუბარი, რომლებმაც, მათი თქმით, ანონიმურად ისურვეს კომენტარის გაკეთება საკითხის სენსიტიურობის გამო. ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც პენტაგონში განიხილავენ, არის შეტევა რუსეთის მთავარ პირებზე და ელიტებზე – პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებზე, თუმცა, მათი თქმით, ეს ყველაფერი არ შეეხება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რადგანაც შტატებში ასეთ ნაბიჯს ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნევენ. ამ ნაბიჯების მთავარი ამოცანა იქნება იმის ჩვენება, რომ იმ შემთხვევაში, თუ [რუსეთის მიერ] ჩარევა არ შეჩერდება, კონკრეტული პირების პერსონალური მონაცემებზე შეტევა იქნება შესაძლებელი. დეტალებზე საუბრისგან გამოცემის რესპოდენტები თავს იკავებენ.

The Washington Post წერს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების სარდლობის წარმომადგენლებმა ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავეს.

აშშ რუსეთს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ედავება. ეს ინფორმაცია დაადასტურეს ოფიციალური ვაშინგტონის სადაზვერვო უწყებებმა – ცენტრალურმა სადაზვერვო სამართველომ (CIA), გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი