ახალი ამბები

UNHCR მზადაა, სტიქიით დაზარალებულებს საკვებით, წყლითა და საჭირო ნივთებით დაეხმაროს

14 ივნისი, 2015 •
UNHCR მზადაა, სტიქიით დაზარალებულებს საკვებით, წყლითა და საჭირო ნივთებით დაეხმაროს

ორგანიზაციის განცხადებით, არასაკვები ნივთებით დატვირთულია სატვირთოები და მზად არიან საკვები გადაეცეს დაზარალებულ მოსახლეობას.

UNHCR აცხადებს, რომ მთავრობის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ ისინი მზად არიან, ისევე როგორც გაეროს სხვა სააგენტოები, მიიღონ ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობა იმ ფორმით, რა ფრომითაც ამას საქართველოს მთავრობა სთხოვს.

 

სააგენტო აცხადებს, რომ მათ დაიწყეს ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების შეგროვება ორგანიზაციის ოფისში, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, 2ა-ში მდებარეობს.

 

UNHCR აცხადებს, რომ მან 200 ადამიანისთვის საკმარისი წყალი და საკვები მოაგროვა და მთავრობის ვერტმფრენებით წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო იზოლირებულ მოსახლეობას გადაეცემა.

 

13 ივნისს დაწყებულმა წვმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.

გაეროს იძულებით გადაადგილებულ პირთა ორგანიზაცია
გაეროს იძულებით გადაადგილებულ პირთა ორგანიზაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი