გმირთა მოედანზე იმყოფება დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია. მისი თქმით, მოხალისეებს სიამოვნებით რთავენ ნებას, რათა მერიის სამსახურებს დაეხმარონ.
“მოხალისეები მოდიან და [სამუშაოებში მონაწილეობის მიღებაზე] მათ დიდი სიამოვნებით ვრთავთ ნებას. ჩვენს სამსახურებს ეხმარებიან, განსაკუთრებით ფიზიკურად. გმირთა მოედანზე არის შესაბამისი შეკრების ადგილი, საიდანაც შემდეგ ტერიტორიის მიხედვით ნაწილდებიან ეს ადამიანები. მათ შეუძლიათ მივიდნენ და აქედან განაწილდებიან შესაბამისი მიმართულებით, რათა დაეხმარონ ჩვენს თანამშრომლებს და უფრო სწრაფად მოვახდინოთ დაზიანებული ნაწილის აღდგენა და იმ ჩამონატანისგან ტერირლტორიების გაწმენდა, რაც უხვმა ნალექმა ჩამოიტანა,” – ამბობს თბილისის მერი.
გმირთა მოედანზე ასევე იმყოფებიან წუთელი ჯვრის მოხალისეები.
“ვცდილობთ გავარკვიოთ, თუ არის დაზარალებული, თუ არის წყლის, საკვების, კარვის, ან საწოლი საშუალებების საჭიროება. შემდეგ უკვე გადავცემთ მათ ჩვენს ჰუმანიტარულ ტვირთს და ვათავსებთ სპეციალურ კარვებში”- ამბობს წითელი ჯვრის მოხალისე, თამინა შანიძე.
კარვები ამჟამად გაშლილია ვაკე-საბურთალოს გამგეობასთან. შანიძს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებულია წითელი ჯვრის 42 მოხალისე, რომელთაც სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი მსგავსი სიტუაციებისთვის.
სტიქიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და ქალაქის დასასუფთავებლად მოხალისეები ინტერნეტით გაერთიანდნენ. Facebook-ზე შეიქმნა ჯგუფი “#13ივნისი – მოხალისეთა გაერთიანება”, სადაც უკვე 4000-მდე ადამიანია დამატებული. ჯგუფის შექმნის ინიციატორები მოხალისებს ინსტრუქციებსა და დავალებებს სწორედ ინტერნეტის მეშვეობით აწვდიან. პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელმა, ნიკა დავითაშვილმა დილით შექმნა ონლაინ-დოკუმენტი, სადაც უკვე 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია მოხალისეობის შესახებ.
მოხალისეთა რეგისტრაციის სია. გთხოვთ გააზიაროთ.#13ივნისიHere’s a google form for volunteer registration. Please share.
Posted by Tleilaxu Eye on Sunday, June 14, 2015
Tbilisi city hall 1500-ზე მეტი მოხალისე ველოდებით ინსტრუქციებს თუ დახმარება იქნა საჭირო.
Posted by Tleilaxu Eye on Sunday, June 14, 2015
დავითაშვილის თქმით, მოხალისეები მერიის ინსტრუქციებს ელოდებიან, თუ სად სჭირდება სამაშველო სამსახურს დახმარება, რათა ქაოტურად არ მოიქცნენ და მათ ხელი არ შეუშალონ. მისი ინფორმაციით, მოხალისეებს მერიასთან აქვთ სატელეფონო კავშირი. პარტიზანი მებაღის თქმით, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის შენობაში ხდება ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება.
მოხალისეები :) Posted by Tengo Tabatadze on Sunday, June 14, 2015
13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები, რომელთაგან შსს-ს ცნობით, რამდენიმე ლიკვიდირებულია. დანარჩენებს ისევ ეძებენ.