ახალი ამბები

ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები? – კალაძე ინკასოზე

26 დეკემბერი, 2019 • 2367
ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები? – კალაძე ინკასოზე

„ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები?“ – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე რ2-ის, ტელეკომპანია „პირველისა“ და „კავკასიის“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას.

გადაწყვეტილება ინკასოს დადების შესახებ ფინანსთა სამინისტრომ მიიღო, რომელმაც ტელეკომპანიებს მიმდინარე, ანუ 1 ოქტომბრიდან დღემდე დავალიანებების გადასხადელად 1-დღიანი ვადა მისცა.

„დავალიანება თუ აქვთ, რა თქმა უნდა, გადასახდელია. თემას არ ვიცნობ, მაგამ თუ დავალიანება აქვთ, ყველა ვალდებულია დავალიანება გადაიხადოს. ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები?“ – ამბობს კახა კალაძე.


ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კვაკასიისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს ინკასო დაედოთ. ნეტგაზეთი სხვა ტელევიზიებთანაც ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას.

რა არის ინკასო? – კანონმდებლობით, თუ გადამხდელი დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული დავალიანების ფარგლებში საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწეროს დავალიანების ოდენობის თანხები.

შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო, რომელმაც ტელეკომპანიებს მიმდინარე, ანუ 1 ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანებების გადასხადელად 1-დღიანი ვადა მისცა. ტელეკომპანიები – “კავკასია” და “პირველი” – აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მილიონობით ლარის დავალიანების დაგროვების საშუალება მისცა “იმედსა” და “რუსტავი 2-ს”, მათ მიმართ კი განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენს. ტელეარხებს სწორედ ამიტომ მიაჩნიათ, რომ ფინანსთა სამინისტროს ქმედება მათ მიმართ დისკრიმინაციულია.

რომელ ტელევიზიას (არ) ემუქრება ინკასო

მასალების გადაბეჭდვის წესი