ახალი ამბები

“ტრენდია მსოფლიოში, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან” – კალაძე

26 დეკემბერი, 2019 • 4197
“ტრენდია მსოფლიოში, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან” – კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პასუხობს კრიტიკას ნაძვის ხეზე, რომელშიც მერიამ თითქმის 1 მილიონი ლარი გადაიხადა. კალაძე ამბობს, რომ მერია მაქსიამლურად შეეცადა, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ნატურალურთან ყოფილიყო მიმსგავსებული და აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ასეთი ტრენდია:

“ულამაზესია, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან და არა ის, რაც წლების განმავლობაში ნაძვის ხე ხუფის სახით გვქონდა. ნაძვის ხე იყო სამკუთხედი, ხუფის მაგვარი და ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, თქვენ თუ დააკვირდებით, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან”,- თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.

თბილისის მთავარი ნაძვის ხე, რომელშიც დედაქალაქის მერიამ თითქმის 1 მილიონი ლარი დახარჯა და იტალიიდან ჩამოიტანა, განათდა. ნაძვის ხის სიმაღლე 25 მეტრია და 33 000 ცალი ნაძვის ხის მწვანე ტოტითა და LED განათებებითაა გაფორმებული.

ნაძვის ხის გარდა, მერიამ წელს საახალწლო დეკორაციებისთვის განათებებიც შეიძინა. საახალწლო დეკორაციებში თბილისის მერიამ 1 249 999 ლარი დახარჯა.

თბილისში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო განათებები აინთო [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი