ახალი ამბები

მტაცებელი ცხოველების დაძინებამდე პრემიერი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

14 ივნისი, 2015 •
მტაცებელი ცხოველების დაძინებამდე პრემიერი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, შეკრებაზე მყოფმა ადამიანებმა შეაჯამეს არსებული სურათი, რაც ამ დროისთვის არის წარმოდგენილი დედაქალაქში. ღარიბაშვილის განცხადებით, მათ აქვთ სრული ინფორმაცია ამ ეტაპისთვის, მოცემული მომენტისთვის, თუ რა ვითარება არის. მისი თქმით, ვითარეობა ძალიან რთულია და ზარალი არის საკმაოდ სოლიდური, რასაც სჭირდება ფინანსები. როგორც პრემიერი ამბობს, ეს მოითხოვს დროს.
 
“ყველა სამსახურებს მიეცათ დავალება: მერიის სამსახურებს და სამინისტროებს. შევადგინეთ უკვე სამუშაო ჯგუფები და ისინი დაიწყებენ მუშაობას. ასვე, მე ვთხოვე ჩვნეს პიარ-სამსახურს, რომ მოსახლეობის ინფორმირება მოახდინოს და მე მინდა თქვენც გთხოვოთ, რომ საკითხში დაგვეხმაროთ, რომ მაქსიმალურად დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას.
 
პირველი ის არის, რომ ცხოველები არიან ზოოპარკიდან გასულები, დაკარგულები და ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ სახლიდან გამოსვლისგან, თუმცა ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.
 
მეორე ის, რომ მოძრაობასთან დაკავშირებით იქნება ინფორმაცია წარმოდგენილი. შესაბამისი მარშრუტები იქნება წარმოდგენილი. ამ ინფორმაციას საპატრულო პოლიცია წარმოადგენს.
 
ზარალზე დღეს, ახლა, ამ წუთებში მე არ შემიძლია რაიმე კონკრეტული გითხრათ. ვმუშაობთ. ჩვენ ოჯახებში შევალთ, დავეხმარებით, სარებილიტაციო საქმეებს დავიწყებთ დღეიდანვე, ახლავე, ამ წუთასვე,” – განუცხადა მედიის წამომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სხდომას ესწრებოდნენ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე, ასევე, ცენტრალური და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები. პრემიერმა შესაბამის უწყებებს დავალებები მისცა, რათა დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხერხდეს.


ღარიბაშვილმა დღეს ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ყველა ოჯახს დაეხმარება, ვისაც სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა.  მისი თქმით, ყველა უწყება მიიღებს დავალებას. პრემიერის განცხადებით, მედიას ექნება სრული წვდომა ინფორმაციაზე და ხელისუფლების წარმომადგენლები ინტენსიურად ითანამშრომლებენ ჟურნალისტებთან.
 
ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი