ახალი ამბებიგართობა

ნაძვის ხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში [ფოტოები]

25 დეკემბერი, 2019 • 4348
ნაძვის ხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში [ფოტოები]

ნაძვის ხე შობისა და ახალი წლის განუყრელი ატრიბუტია, თუმცა მისი გამოყენების ისტორია ქრისტეშობამდე გაცილებით ადრე იწყება.

ზამთრის ფესტივალებში მარადმწვანე მცენარეებს ადამიანები უძველესი დროიდან იყენებდნენ ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე პერიოდშიც. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნაძვის ტოტები მათ სახლებს ავი სულებისა და ნეგატივისგან დაიცავდა.

რაც შეეხება უშუალოდ საშობაო ნაძვის ხის ტრადიციის წარმოშობას, ამის თაობაზე ევროპულ ფოლკლორში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია არსებობს.

ენციკლოპედია ბრიტანიკას მიხედვით, ეს ტრადიცია დასავლეთ გერმანიიდან მოდის. შუა საუკუნეების პოპულარულ სპექტაკლში “ადამი და ევა” სამოთხეს სწორედ ნაძვი ხე განასახიერებდა.  გერმანელები “სამოთხის ხეს” სახლებში 24 დეკემბერს რთავდნენ და მასზე ვაფლებს ჰკიდებდნენ, რითიც ევქარისტული პურის სიმბოლიზირებას ცდილობდნენ.

მოგვიანებით ვაფლები სხვადასხვა ფორმის ნამცხვარმა შეცვალა. ნაძვის მოსართავად ხშირად იყენებდნენ სანთლებსაც. იმავე ოთახში აწყობდნენ შობის პირამიდასაც, ხის სამკუთხა კონსტრუქციას, რომლის თაროებზეც საშობაო ფიგურებს დებდნენ და მარადმწვანე მცენარეებით, სანთლებითა და ვარსკვლავებით რთავდნენ.

მე-16 საუკუნეში საშობაო პირამიდა და “სამოთხის ხე” ერთმანეთს შეერწყა და ასე მივიღეთ თანამედროვე საშობაო ნაძვისხე, რომელმაც პოპულარობა მთელ მსოფლიოში მოიპოვა. სახლებში ნაძვისხის დადგმის ტრადიციის ფუძემდებლად მარტინ ლუთერი ითვლება.

როდესაც გერმანიის პრინცი ალბერტი 1840 წელს ინგლისში ჩავიდა და დედოფალ ვიქტორიაზე იქორწინა, მან საშობაო ნაძვისხის ტრადიციაც თან ჩაიტანა. სამეფო ოჯახი საშობაო ნაძვისხეს პატარა საჩუქრებით, სათამაშოებით, ტკბილეულითა და სანთლებით რთავდა. 1848 წელს სამეფო ოჯახის ნაძვისხის ამსახველი ფოტო ლონდონის ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა, რის შემდეგაც ეს ტრადიცია მოდურ ტრენდად იქცა.

მას შემდეგ, საშობაოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სადღესასწაულო ღონისძიებების ცენტრალური ნაწილი სწორედ ნაძვის ხის ანთებაა. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ EPA-ს ფოტორეპორტაჟს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებული ნაძვის ხეებია ასახული.

ბრაზილია, რიო დე ჟანეირო

საფრანგეთი, ლიონი

იტალია, რომი

ლიეტუვა, ვილნიუსის აეროპორტში მგზავრებისთვის ჩამორთმეული ნივთებისგან ნაძვის ხე ააწყეს.

ლიეტუვა, ვილნიუსი

ჩეხეთი, პრაღა

აშშ, ვაშინგტონი

პორტუგალია, ლისაბონი

მოლდოვა, კიშინოვი

შვედეთი, სტოკჰოლმი

ფოტო: EPA-EFE/Fredrik Sandberg SWEDEN OUT

გერმანია, დორტმუნდი

ვატიკანი

ლიბანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებმა ბეირუთის ცენტში საპრორესტო ბანერებით აწყობილი ნაძვის ხე დადგეს.

სამხრეთ კორეა, სეული

ფოტო:  EPA-EFE/YONHAP SOUTH KOREA OUT

ბერლინი, გერმანია

მასალების გადაბეჭდვის წესი