14 ივნისი, 6:21 საათი, ამ წუთებში თბილისში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის დასტურდება ინფორმაცია ორი  ადამიანის დაღუპვის შესახებ და 5 ადამიანს ეძებენ.

პირველი არხის ცნობით, 13 ადამიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. 

 

ასევე, ზოოპარკიდან გაქცეული 6 ლომი, 6 ვეფხვი, 13 მგელი და 7 დათვი იძებნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თბილისში ძლიერი წვიმის გამო შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა.

 

მოქალაქეებს, რომელთაც 112-ზე დარეკვა სურთ სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზნით,  ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს  დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *