ახალი ამბები

კაცმა ბანკი გაძარცვა, ფული ჰაერში აყარა და გამვლელებს ბედნიერი შობა უსურვა – BBC

25 დეკემბერი, 2019 • 2718
კაცმა ბანკი გაძარცვა, ფული ჰაერში აყარა და გამვლელებს ბედნიერი შობა უსურვა – BBC

თეთრწვერიანმა მამაკაცმა შობამდე ორი დღით ადრე ბანკი გაძარცვა, შემდეგ ქუჩაში გამოვიდა, ნაძარცვი ფული ჰაერში ააგდო და გამვლელებს ბედნიერი შობა უსურვა. BBC ამ ინფორმაციას მოწმეებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“გაძარცვა ბანკი, გამოვიდა და ფული აქეთ-იქით აყარა“, – აცხადებს Colorado’s 11 News-თან საუბრისას მოწმე დიონ პასკალი.

“დაიწყო ფულის ჩანთიდან ამოყრა და მერე იძახდა „შობას გილოცავთ“ ,– აღნიშნავს იგი.

როგორც მოწმეები ამბობენ, ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილი მამაკაცი იქვე მდებაარე ყავის მაღაზიასთან დაჯდა და დაპატიმრებას დაელოდა. პოლიციამ იგი დააკავა და მისი იდენტიფიცირებაც მოახერხა – ეს 65 წლის მამაკაცი, დეივიდ უეინ ოლივერი იყო. პოლიციაში ფიქრობენ, რომ მას თანამზრახველები არ ჰყავდა.

ოლივერის მიერ დაყრილი ფული გამვლელებმა აკრიფეს და  ბანკში დააბრუნეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი