ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ყველა ოჯახს დავეხმარებით, ვისაც სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა

14 ივნისი, 2015 • 887
ღარიბაშვილი: ყველა ოჯახს დავეხმარებით, ვისაც სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა

ღარიბაშვილის თქმით, ასეთი სტიქია დედაქალაქში ჯერ არ ყოფილა და ყველა სამსახური არის მობილიზებული:

 

“თქვენ თვითონ ნახეთ, რომ საკმაოდ რთული ვითარება არის მთელს ქალაქში. ასეთი [სტიქია] არ ყოფილა დედაქალაქში. ჩვენ ვმუშაობთ საგანგებო რეჟიმში, მთლიანად: მთელი მთავრობა და მერია. ყველა სამსახური არის მობილიზებული. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველა ოჯახს დავეხმარებით, ვისაც მიადგა ზარალი სტიქიის შედეგად. მე ვიცი, რომ ბევრს სახლები დაენგრა. ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად ზუსტ ინფორმაციას მივაწვდით მოსახლეობას.”

 

როგორც პრემიერმა რუსთავი 2-ს განუცხადა, რამდენიმე ათეული ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მისი თქმით, მაშველებმა და პატრულმა ძალიან მაგრად იმუშავეს: “ყველა არის მობილიზებული, ყველა სამსახური. მე მინდა, ყველა დავარწმუნო და დავამშვიდო, რომ სიტუაცია კონტროლდება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოიფხვრას ეს ყველაფერი.”

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა უწყება მიიღებს დავალებას. მისი თქმით, მედიას ექნება სრული წვდომა ინფორმაციაზე და ხელისუფლების წარმომადგენლები ინტენსიურად ითანამშრომლებენ ჟურნალისტებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი