ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით სტიქიის გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა

14 ივნისი, 2015 •
ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით სტიქიის გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა
პრემიერის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, საგანგებო შტაბის კოორდინაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაევალა. შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერიის და დედაქალაქის რაიონების გამგეობების წარმომადგენლები, რათა დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხერხდეს.
 
 
ღარიბაშვილის ვებ-გვერდის ცნობით, საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ხოლო ინფორმაცია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი