ახალი ამბები

ფეისბუკი არის შეუმდგარი ადამიანების სამყარო – გოგა ხაინდრავა

24 დეკემბერი, 2019 •
ფეისბუკი არის შეუმდგარი ადამიანების სამყარო – გოგა ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ფეისბუკზე დარეგისტრირებული არასდროს ყოფილა, თუმცა ფიქრობს, რომ ფეისბუკის მიერ წაშლილი გვერდების საქმეში ოპოზიციას, კონკრეტულად კი ენმ-ს, ჰქონდა თავისი როლი. ამის შესახებ ხაინდრავამ, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა არენაში ისაუბრა.

“მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუკში არასოდეს ვყოფილვარ, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ეს არის შეუმდგარი ადამიანების სამყარო, დაფარული ვნებების სამყაროა. მე იქ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იმის გამო, რომ რაღაც პოსტებს აგდებენ, ხან ვიღაც მეტყვის, შეხედე…

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც განხორციელდა, აი, ეს რაღაცების წაშლა, აქედან დიდი უმეტესობა ამ გვერდების, თუ რაცაა, ეს ენმ-ის, ამ წრის მიერაა განხორციელებული. ის რეაქცია, რომელიც [მაიკლ] კარპენტერს ჰქონდა… ჯერ გამოცხადებული არ იყო, რაც მოხდა და იმას უკვე ინტერვიუ ჰქონდა მიცმეული…”, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად მოვლენებს ასწრებენ ხოლმე, რაც მათ ქმედებებს ააშკარავებს.

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი