ახალი ამბებირეკლამა

ოქროყანაში გზების კეთილმოწყობის პროექტები მიმდინარეობს

24 დეკემბერი, 2019 • 1156
ოქროყანაში გზების კეთილმოწყობის  პროექტები მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს.

გზის რეაბილიტაცია ამჯერად, ოქროყანაში, ხერგიანის ქუჩაზე I, II და III ჩიხში სრულდება. სამუშაოების ფარგლებში, 1500 კვ.მ ფართობზე ასფალტ-ბეტონი იგება.

ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს კომპანია „პარმა“ ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი