ახალი ამბები

რომის პაპი ილია II-ს ვატიკანში იწვევს

24 დეკემბერი, 2019 • 2184
რომის პაპი ილია II-ს ვატიკანში იწვევს

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ვატიკანში იწვევს. ილია II-სთვის გაგზავნილ წერილს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც რომის პაპის წერილშია ნათქვამი, 2020 წელს 40 წელი სრულდება ილია II-ის ვატიკანში ვიზიტიდან  და ამასთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებზეც სურთ ილია II-ც დაესწროს:

“2020 წელს 40 წელი უსრულდება თქვენს ისტორიულ ვიზიტს ვატიკანში. ამ მოვლენის აღსანიშნავად სათანადო ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, მაღალი დონის მუსიკალური პროექტები, რომელშიც გვსურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპატრიარქოს მგალობელთა გუნდმა და “სიქსტეს” საპაპო სამუსიკო კაპელამ. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ამ ღონისძიებებს დაესწრებიდა თქვენი უწმინდესობა, რომლის სულისშემძვრელი საეკლესიო მუსიკალური ქმნილებებიც ღირსია აღიარებისა და დაფასებისა”, – წერს პაპი ფრანცისკე პატრიარქს.

მასალების გადაბეჭდვის წესი