ახალი ამბები

თბილისის სასწრაფო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპზე მიმართონ ოჯახის ექიმს და არა – მათ

24 დეკემბერი, 2019 • 1678
თბილისის სასწრაფო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპზე მიმართონ ოჯახის ექიმს და არა – მათ

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური მოსახლოებას მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს.

როგორც სასწრაფო აცხადებს, ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად იმატა გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისადმი. ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოძახებების მესამედზე მეტი სწორედ გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსული დაავადებების მქონე პაციენტებზე მოდის.

“თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას – გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით, მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს: ოჯახის ექიმს, პედიატრს, თერაპევტს, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენციას აღემატება.

გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენცია შემოიფარგლება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით”, – ნათქვამია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის 24 დეკემბრის განცხადებაში.

სეზონური გრიპის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ვაქცინის გაკეთებაა, რომლის გაკეთებაც მაქსიმუმ დეკემბრის თვის ბოლო რიცხვებამდეა რეკომენდებული. აცრის მსურველებს ამისთვის ცოტა დრო რჩებათ, თუმცა სააფთიაქო ქსელებსა და კლინიკებში ვაქცინა აღარ აქვთ. წელს გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო და დეფიციტად იქცა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რისკჯგუფში არ იყო და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი უფასო ვაქცინა არ ერგებოდა.

წაიკითხეთ ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/245820/?fbclid=IwAR0q-RYhXdOsCjYgeKjKjFTcqZVh6uwrn2phcNYH88KqiL_BmZhcPVFOpzc

მასალების გადაბეჭდვის წესი