ახალი ამბები

სულხან სალაძე მესამე ვადით საია-ს თავმჯდომარედ აირჩიეს

23 დეკემბერი, 2019 • 3483
სულხან სალაძე მესამე ვადით საია-ს თავმჯდომარედ აირჩიეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ, მესამე ვადით, სულხან სალაძე აირჩიეს. ის ორგანიზაციის რიგით მე-12 თავმჯდომარეა.

საია-ს ინფორმაციით, ორგანიზაციის ისტორიაში სულხან სალაძე მეორე თავმჯდომარეა, რომელიც ასოციაციას მესამე ვადით უხელმძღვნალებს.

საქართველოს იურისტთა ასოციაცია ყოველწლიურად ირჩევს თავმჯდომარეს ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობიდან. სალაძემდე ამ პოსტს 3 წლის განმავლობაში იკავებდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც შემდგომში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა.

სულხან სალაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2011 წლიდან მუშაობს.

2011 წელს იყო იურისტი საიას პროექტისა – “გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა საქართველოში”.

მეცნიერებთა ინსტიტუტში თემაზე: – “დეცენტრალიზაცია და მონაწილეობა”; “სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობისათვის”.

2006 წელს ჩართული იყო საიას აჭარის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის მუშაობაში.

2003-2006 წლებში მუშაობდა საიას აჭარის ფილიალში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში: კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში, ინფორმაციის თავისუფლება, სამართლებრივი რეფორმა, ფინანსური გამჭვირვალობა.

2016 წლის აპრილიდან 2018 წლის თებერვლამდე, სულხან სალაძე გახლდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.


“უცნობი ძველი აჭარა” – ასე ეწოდება სულხან სალაძის წიგნს, რომელიც შპს “გაზეთმა ბათუმელებმა” ცოტა ხნის წინ გამოსცა. წიგნი ძველი აჭარის შესახებ მოგვითხრობს. წიგნმა 2019 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მოიგო.

სულხან სალაძის წიგნმა “უცნობი ძველი აჭარა” საბა მოიგო

მასალების გადაბეჭდვის წესი