ახალი ამბები

კარლო კოპალიანის რჩევა მარკ ცუკერბერგს

23 დეკემბერი, 2019 • 2372
კარლო კოპალიანის რჩევა მარკ ცუკერბერგს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის თქმით, მას აქვს ეჭვი, რომ სოციალურ ქსელ “ფესიბუქს” საქართველოდან მიაწოდეს ინფორმაცია ყალბი ფეისბუქ ანგარიშების და გვერდების შესახებ, რადგან “ეს არის მეთოდი, ერთ-ერთი ხერხი, რომ როგორმე ებრძოლონ “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ კოპალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ის ეთანხმება ყალბი ანგარიშების და გვერდების გაუქმებას, თუმცა ეს პროცესი უნდა მოხდეს ორმხრივად:

“თუ მსგავსი რამ იყო, მე ვეთანხმები, რომ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ეს გაუქმება უნდა მოხდეს ორმხრვიად… ამიტომ, მე ვურჩევ ფეისბუქს, მის პატრონს თუ ვინცაა, რომ ორმხრივად იმოქმედოს, თუ მსგავსი [ყალბი ანგარიშები] იყო, მაგრამ მე უფრო დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს აქედან მიწოდებული ინფორმაცია”, – განმარტა კოპალიანმა.

“ფეისბუქმა” 20 დეკემბერს საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმა, ამის მიზეზი კი გახდა გვერდების გამოყენება ყალბი ანგარიშის მქონე პირების მიერ. “ფეისბუქის” ცნობით, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს. ფეისბუკი ამ ამბავს უკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას.

Facebook: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წავშალეთ

მასალების გადაბეჭდვის წესი