ახალი ამბები

Facebook: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წავშალეთ

20 დეკემბერი, 2019 • 4557
Facebook: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წავშალეთ

Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.

Facebook-ის ცნობითვე, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და  აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან”, – წერს Facebook.

ფეისბუკის ინფორმაციით, სულ წაშლილია 39 ყალბი ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამ ანგარიში.

აუდიტორია

დაახლოებით 442 300 ათას ადამიანს ჰყავდა გამოწერილი ერთი ან მეტი ასეთი ჯგუფი, 52 ათასი მომხმარებელი ერთ-ერთ წაშლილ ჯგუფში მაინც იყო გაწევრიანებული და 2100 ადამიანი იწერდა ერთ ან მეტ ყალბ ინსტაგრამ ანგარიშს.

თანხა

ამ გვერდებმა 316 000 დოლარზე ნაკლები დახარჯეს ფეისბუკსა და ინსტაგრამზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში.

ფეისბუკი აცხადებს, რომ გამოძიებაში მათ ე.წ. დარეპორტების მექანიზმი დაეხმარათ.

ფეისბუკის მიერ საილუსტრაციო წარმოდგენილი მაგალითი

ამავე თემაზე

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი