ახალი ამბები

“ჩვენი ცრემლი ერთია, ჩვენი სიხარულიც ერთია” – გახარია ებრაელებს ხანუქას ულოცავს

23 დეკემბერი, 2019 • 1438
“ჩვენი ცრემლი ერთია, ჩვენი სიხარულიც ერთია” – გახარია ებრაელებს ხანუქას ულოცავს

“ჩვენ ვცხოვრობთ ერთად, ჩვენი ცრემლი ერთია და ჩვენი სიხარულიც ერთია“, – განაცხდა საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ ებრაული თემისთვის ხანუქას დღესასწაულის მილოცვისას.

გახარია გუშინ, 22 დეკემბერს, თბილისის დიდ სინაგოგაში მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ მთავრობა დაეთანხმა ისრაელის ელჩის, შაფთაი ცურის ინიციატივას, რომლის თანახმად, იერუსალიმში ქართული კულტურული ცენტრი გაიხსნება. 

„ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი რომ აიღო, მაშინ გამოჩნდნენ პირველი ებრაელები საქართველოში. ამდენი საუკუნეა  ჩვენ ვცხოვრობთ ერთად, ჩვენი ცრემლი ერთია და ჩვენი სიხარულიც ერთია.

ეს არის უდიდესი ძალა. ჩვენ გვაერთიანებს ის, რაც ბევრ ერს ვერც წარმოუდგენია –  ამ ქვეყანაში არცერთი ებრაული ოჯახის  შევიწროების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. ეს არა მხოლოდ ქართველების დამსახურება და გამარჯვება, არამედ  ჩვენი საერთო გამარჯვებაა.

მე მსურს, თითოეულ ებრაელს მივულოცო ეს დღესასწაული და თითოეულ ჩვენგანს მივულოცო ის საუკუნეები, რომელიც  გველის – ერთობლივი შრომის, გამარჯვებისა და მიღწევების, თითოეულ ებრაულ ოჯახში სინათლის გამარჯვებისა სიბნელეზე და სიკეთის გამარჯვების ბოროტებაზე. გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას ისრაელსაც და საქართველოსაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი