თბილისში პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი ყრილობა იმართება. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აირჩიეს.

დღესვე, პარტიის დელეგატებმა დაამტკიცეს პოლიტიკური გაერთიანების წესდება და ნდობას გმაოუცხადებენ მმართველი ორგანოს – პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს. ღონისძიებაზე ასევე წარადგენენ პარტიის ხედვას.