ახალი ამბები

საშინელებაა, თუ მართალია – კარპენტერი “ოცნებასთან” დაკავშირებულ გვერდებზე

21 დეკემბერი, 2019 • 1783
საშინელებაა, თუ მართალია – კარპენტერი “ოცნებასთან” დაკავშირებულ გვერდებზე

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში მაიკლ კარპენტერი ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული გვერდების იდენტიფიცირებასა და დაბლოკვას.

“საშინელებაა, თუ მართალია. ფეისბუკმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ანტიამერიკული და პრორუსული პოსტები დაუკავშირა კომპანია, რომელიც აფილირებულია საქართველოს მმართველ პარტიასთან. ვიმედოვნებთ, ეს მალე გაირკვევა,” – წერს კარპენტერი ტვიტერზე.

ფეისბუკმა 20 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ინსტაგრამიდან და ფეისბუკიდან წაშალა ასეულობით ქართული დეზინფორმაციული გვერდი და პირადი ანგარიში, რომლებიც ანტიდასავლურ, დეზინფორმაციულ და პროსახელისუფლებო ინფორმაციას ავრცელებდნენ. ფეისბუკის განცხადებით, ამ გვერდების მუშაობის კოორდინირებას ხელისუფლებასთან დაკავშირებული სარეკლამო სააგენტო “პანდა” ახდენდა.

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი