ახალი ამბები

ვგმობთ ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობას – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

20 დეკემბერი, 2019 • 1738
ვგმობთ ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობას – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების ფაქტს “ტვიტერზე” ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ ეხმაურება. მინისტრის გმობს ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობას და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.

“ვგმობთ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლი გათავისუფლდეს ის. ესტორნეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,-წერს ურმას რეინსალუ.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 20 დეკემბერს, ცხინვალის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდების მხარემ გაფრინდაშვილისთვის 2- წლიანი პატიმრობა მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი