ახალი ამბები

მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში გადაიყვანეს – პენიტენციური სამსახური

20 დეკემბერი, 2019 • 1577
მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში გადაიყვანეს – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლი მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში გადაიყვანეს.

ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ, 19 დეკემბერს შეუფარდა. სასამართლო პროცესი საავადმყოფოში ჩატარდა.

მარიანა ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 12 თებერვალს ჩაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესის დასრულების შემდეგ, მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა თქვა, რომ მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს: „მას შემდეგ, როდესაც საგამოძიებო ორგანომ წარუდგინა ბრალი, მან ჟესტიკულაციით მიგვახვედრა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სახელმწიფო ინსპექტორმა კი სწორედ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ გამომიძებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

 

ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს ჩაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი