ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს ჩაინიშნა

15 წლის გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 12 თებერვალს ჩაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. რამდენიმე წუთის წინ ჩოლოიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, აღკვეთის რა ღონისძიებას შეუფარდებდნენ, საავადმყოფოში ჩატარდა. პროცესის შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. … ვრცლად ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს ჩაინიშნა