ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკის და Visa -ს გათამაშება დასრულდა

20 დეკემბერი, 2019 • 823
ვითიბი ბანკის და Visa -ს გათამაშება დასრულდა

ვითბი ბანკისა და Visa -ს გათამაშება დასრულდა. 4 სექტემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ვითიბი ბანკის Visa -ს ბარათით და Apple Pay-ს გამოყენებით, ყველაზე მეტი ტრანზაქციის და ყველაზე დიდი თანხის მოცულობის მიხედვით, ბანკმა ჯამში 37 გამარჯვებული გამოავლინა.

თითოეული გამარჯვებული დაჯილდოვდა 2 კაციანი და 2 დღიანი საგზურით საქართველოს ტოპ სასტუმროებში. აქციის პერიოდში, ვითიბი ბანკის Visa -ს ბარათით და Apple Pay-ს გამოყენებით, 40 000 -ზე მეტი ტრანზაქცია შესრულდა, რომლის ჯამურმა მოცულობამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი