ახალი ამბები

გერმანიის და ბრიტანეთის ელჩები გაფრინდაშვილის პატიმრობის გაგრძელებაზე

20 დეკემბერი, 2019 • 1515
გერმანიის და ბრიტანეთის ელჩები გაფრინდაშვილის პატიმრობის გაგრძელებაზე

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩებმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა და ჰუბერტ ქნირშმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს პერიოდში მოიძებნება „ჰუმანიტარული გადაწყვეტის გზა“.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 20 დეკემბერს, ცხინვალის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გაფრინდაშვილის საკითზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ელჩებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა განაცხადა:

„დღევანდელი ახალი ამბავი ცხინვალიდან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ძალიან შემაშფოთებელია. იმ დროს, როდესაც ჰუმანიტარული საჭიროებები ცხინვალში ასეთი მძიმეა, მართლა რთულია, გავიგოთ, რა სარგებელს იღებს ვინმე მედიცინის სპეციალისტების დაკავებით. მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებული იქნება და რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდება თავის ოჯახს“.

გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა: „მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეში ჰუმანიტარული გამოსავალი იქნება ნაპოვნი. ჩვენ შეშფეთებული ვარ ფაქტით, რომ ის უკვე კვირებია, არალეგალურად არის დაკავებული ცხინვალში. ოჯახთან ერთად, ვიმედოვნებთ, რომ მოიძებნება ჰუმანიტარული გამოსავალი უახლოეს პერიოდში“.

ნახეთ ასევე:

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე პრეზიდენტი ელჩებს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი