ახალი ამბები

4 დევნილ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა

11 ივნისი, 2015 •
4 დევნილ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა

 

„ქართული ლუდის კომპანიამ“  სტუდენტები,  საკუთარი კრიტერიუმების საფუძველზე, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შეარჩია.

 

გიორგი შულაია, ირაკლი ლეჟავა, ანი კასრაძე და გურამ მაისურაძე დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს და „ქართული ლუდის კომპანიის“ წარმომადგენელებს, კახა პაიჭაძესა და ხათუნა მიქაცაძეს შეხვდნენ. მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფინანსება მიულოცა  და წარმატება უსურვა.

 

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი სტუდენტები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ბიზნესის მართვის, ტურიზმისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე სწავლობენ.

 

გასულ წლებში კომპანიამ  უკვე დააფინანსა 9 დევნილი სტუდენტის  სწავლა. დევნილი სტუდენტების განათლების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა მომავალშიც  გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი