ახალი ამბები

“სპეკულაციაა” – მდინარაძე ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე

20 დეკემბერი, 2019 • 1045
“სპეკულაციაა” – მდინარაძე ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სპეკულაციურს უწოდებს განცხადებებს, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, საზღვარგარეთ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები დაყადაღდეს.

ჟურნალისტებმა ეს კითხვა მდინარაძეს მას შემდეგ დაუსვეს, რაც The Wall Street Journal-ის სარედაქციო საბჭომ საქართელოზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

“გარწმუნებთ, რომ ნებისმიერი მსგავსი საუბარი სპეკულაციაა და სიმართლესთან შეხება არ აქვს”,-ამბობს მდინარაძე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მეტის გაკეთება შეუძლია. სარედაქციო ჯგუფის ავტორობით დაწერილ სტატიაში განხილულია ბიძინა ივანიშვილის ქონებაც, რომელიც 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა და რომელსაც დიდი რაოდენობით ფასიანი ქაღალდები აქვს დასავლეთშიც:

“მის [ივანიშვილის] ქონებაზე სანქციების დაწესების საფრთხე, ასევე, მოგზაურობის შეზღუდვა მისთვის და მისი ახლობლებისთვის, უფრო მეტად გამოაფხიზლებს, ვიდრე საჯარო განცხადებები”, – ვკითხულობთ WSJ-ოს სარედაქციო სტატიაში.

WSJ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობს

მასალების გადაბეჭდვის წესი