ოფისის ფანჯრებზე გაკრულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წითლად გადახაზული ფოტოები.
„ნაციონალური მოძრაობის“ და ბათუმის საკრებულოს წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, აღნიშნული წარწერები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიანიშნებს.
„ოფისის ირგვლივ ბევრი ვიდეო თვალია, ვნახავთ არის თუ არა კადრები გადაღებული და შემდეგ მივმართავთ შესაბამის უწყებებს. თუმცა, ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო სუს-მა. გარდა პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, სახეზეა სხვისი ქონების ხელყოფის ფაქტი“, – აცხადებს გიორგი კირთაძე.
„ნაციონალური მოძრაობა“ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოგვიანებით აპირებს.