ახალი ამბები

აეროპორტის გზაზე ავარიის შედეგად მეორე ადამიანი დაიღუპა

19 დეკემბერი, 2019 • 1729
აეროპორტის გზაზე ავარიის შედეგად მეორე ადამიანი დაიღუპა

თბილისში, აეროპორტის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფოორმაციას ამის შესახებ თბილისის მიკროავტობუსების კომპანია ადასტურებს.

კომპანიის ინფორმაციათ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს მიკროავტობუსის მძღოლსაც, ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

აეროპორტის გზაზე სამარშუტო ტაქსი და სატვირთო მანქანა ერთამანეთს დღეს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 11 ადამიანი. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი