ახალი ამბები

“ბრიფინგზე გავაჟღერე ის ინფორმაცია, რაც იმ ეტაპზე გვქონდა” – მინისტრის მოადგილე

19 დეკემბერი, 2019 • 1348
“ბრიფინგზე გავაჟღერე ის ინფორმაცია, რაც იმ ეტაპზე გვქონდა” – მინისტრის მოადგილე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი აცხადებს, რომ 15 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ის ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რაც უწყებას იმ ეტაპზე ჰქონდა. საუბარია პრესკონფერენციაზე, რომლის დროსაც შს მინისტრის მოადგილემ მოზარდზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა უარყო:

“ჩვენი მხრიდან ბრიფინგის გამართვისას მოხდა იმ ინფორმაციის გაჟღერებ,ა რაც იმ ეტაპზე გვქონდა. თუმცა დღევანდელი რეალობა რომ შეცვლილია, ეს არის ძალიან ობიექტური მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩტარება, სხვა სურათის გამოკვეთა და ხვალ და ზეგ შეიძლება კიდევ დამატებით [დეტალები] გამოიკვეთოს”, – ამბობს ცაციაშვილი.

მისი თქმით, ბრიფინგის არასწორი ინტერპრეტირება ხდება და აღნიშნავს, რომ 15 დეკემბერს მან დაადასტურა განყოფილების ხელმძღანელის მოადგილის მიერ რამდენიმე წუთით მოზარდის მშობლისგან განცალკევება:

“მე უხერხულობას მიქმნის ბრიფინგის სპეკულაციები და არასწორი ინტერპრეტირება, თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ნახოთ: იქ იყო ხაზგასმა იმაზე, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება, თუმცა იქვე იყო განმარტებული, რომ გამოძიება მიმდინარეობდა ინსპექტორის სამსახურში და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემოდა.

მე ბრიფინგზე დავადასტურე, რომ 3-4 წუთი მოადგილეს ნამდვილად ჰყავდა გაყვანილი [ბავშვი]. ამასთან აღსანიშნავია, რომ გუშინ პრემიერმა ყველა უწყებებს დაგვავალა გარკვეული მიმართულებით მუშაობა, მათ შორის შსს-ს არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დახვეწა და შესაბამისი გარემოს შექმნის მიზნით ჩვენ ძალინ აქტიურად ვიმუშავებთ” ,- ამბობს ცაციაშილი.

15 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე შსს-მ პოლიციის განყოფილებაში 15 წლის მოზარდზე ზეწოლის ფაქტი უარყო. ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციამ მოზარდი ორჯერ დაკითხა, თუმცა მას კედელზე წარწერის გაკეთება არ უღიარებია.

ამის საფუძველზე შს მინისტრი მოადგილე ამბობდა, რომ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, “თითქოს აღიარებითი ინფორმაცია ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული”.


15 წლის ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

სირაძის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ, მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

  • ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)
  • მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
  • ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22
  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

მასალების გადაბეჭდვის წესი