„m2 გალერეაში“, 500კვ.მ.-ის ფართობზე განთავსებულია ინტერიერის დაიზაინის, სარემონტო მასალების შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვების ერთიანი სივრცე. ამავე სივრცეში წარმოდგენილია დეველოპერული კომპანიის „m2 უძრავი ქონება“ მიმდინარე პროექტების მასალების საჩვენებელი სტენდები, საკონსულტაციო და მოსაცდელი ადგილები, დიზაინერების სამუშაო ზონები. „m2 გალერეაში“ შესაძლებლია „m2“-ის პროექტებში ბინის შერჩევა, შეძენა და ხელშეკრულების გაფორმება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სწორედ აქ, თანამედროვე დიზაინით მოწყობილ სივრცეში, მიიღოს დიზაინერის მომსახურება და შეარჩიოს მასალები საკუთარი სახლისთვის.
დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ მუდმივად ცდილობს მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და შესთავაზოს ზუსტად ისეთი სერვისი, რომელიც მას ჭირდება. სწორედ ასეთია „m2 გალერეა“, სადაც მომხმარებელს დახვდება ნამდვილი საჩვენებელი ბინები, რეალურ ზომაში და რეალური ავეჯით მოწყობილი. მომხმარებელს საშუალება ექნება რეალობაში შეხედოს და აღიქვას, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი საკუთარი ბინა. ბინის მომავალი მფლობელი გაცილებით უკეთ შეაფასებს სივრცეს, რაც დაეხმარება მას ბინის ინტერიერის უკეთესად დაგეგმვაში. დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ კი თავის მხრივ ზუსტად ასახავს ბინის მფლობელის სურვილებს ბინის გეგმარების და დიზაინის პროცესში.
„m2 გალერეაში“ დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ მომხმარებელს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს – სხვადასხვა დროს გალერეაში გამოიფინება ახალგაზრდა ფოტოხელოვანებისა და მხატვრების ნამუშევრები. „m2 გალერეის“ მომხმარებლები, მომსახურების მიღებასთან ერთად, გაეცნობიან და დაათვალიერებენ თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს. „m2 გალერეის“ გახსნასთან დაკავშირებით ამ დროისთვის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ორი ქართველი ფოტოხელოვანის- გოგა ჩანადირისა და ირაკლი ბლუიშვილის ნამუშევრები იხილოს.
ამჟამად დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ პარალელურად ოთხი ენერგოეფექტური პროექტის მშენებლობას ახორციელებს, ესენია: m2 ნუცუბიძეზე, m2 ყაზბეგზე, m2 თამარაშვილზე და ოპტიმა ისანი.








