ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტრამპის ადმინისტრაციამ თავი შეიკავა სომეხთა გენოციდის რეზოლუციის მხარდაჭერისგან

18 დეკემბერი, 2019 • 1894
ტრამპის ადმინისტრაციამ თავი შეიკავა სომეხთა გენოციდის რეზოლუციის მხარდაჭერისგან

ტრამპის ადმინისტრაციამ თავი შეიკავა სომეხთა გენოციდის იმ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სენატმა მიიღო.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ამ საკითხში უცვლელია.

აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. აღნიშნული რეზოლუცია სენატორების, რობერტ მენენდესისა და ტედ კრუზის მიერ მეოთხედ იყო წარდგენილი. წინა შემთხვევებში მისი მიღების ყველა მცდელობა სხვა სენატორების მიერ ვეტოს გამოყენებით სრულდებოდა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა

მასალების გადაბეჭდვის წესი