ახალი ამბები

კომპანია “ბარკონი” ქართველ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს.

8 ივნისი, 2015 •
კომპანია “ბარკონი” ქართველ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს.

გამაგრილებელი წარმოებულია ამერიკაში, ტეხასის შტატში კომპანია ‘Portacool’-ის მიერ. ეს კომპანია ლიდერია აორთქლებითი გაგრილების სეგმენტში მსოფლიოში. მისი პროდუქცია მსოფლიოს 60 ქვეყანაში იყიდება, ახლა უკვე საქართველოს ჩათვლით.

 

გამაგრილებელი წარმოადგენს შესანიშნავ ალტერნატივას იმ ობიექტებისთვის, სადაც კონდიცირება შეუძლებელია ან მისი საოპერაციო ხარჯი ძალიან მაღალია. Portacool-ი განსაკუთრებით ეფექტურია ღია სივრცეებისთვის და საწარმოო პროცესში.

 

გამაგრილებელი აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის. კონდიციონერისგან განსხვავებით, აორთქლებით გაგრილებას არ სჭირდება ქიმიური დანამატები ეფექტის მისაღწევად. დანადგარი მუშაობს მხოლოდ წყალზე. ამასთან ერთად, ის არ აშრობს ჰაერს კონდიციონერის მსგავსად, არამედ ატენიანებს მას, რაც გამორიცხავს სასუნთქი გზების გამოშრობას, ხველას, თავის ტკივილს და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.

მის ეფექტზე შთაბეჭდილების შესაქმნელად წარმოიდგინეთ ზღვიდან მონაბერი ჰაერი. სწორედ აორთქლებული წყლისა და ქარის ერთობლიობა ქმნის სასიამოვნო სიგრილეს. დანადგარი ასევე ენერგოეფექტურია და საგრძნობლად შეგიმცირებთ გაგრილების ხარჯებს.

 

ყველაზე მძლავრი მოდელის ენერგოდანახარჯი არ აღემატება 1.5 კილოვატს. რაც რამდენჯერმე ნაკლებია, ვიდრე კონდიციონერის. ეს კი გამაგრილებლებს ძალიან მიმზიდველს ხდის როგორც ინდუსტრიებისათვის, ასევე კერძო მომხმარებლებისათვის.

 

რადგანაც ყველა გამაგრილებელი არის მობილური, მას არ ჭირდება მონტაჟი ან ადგილზე რაიმე სახის სამუშაობის ჩატარება. შეგძლიათ უბრალოდ დადგათ Portacool-ის გამაგრილებელი და სწრაფად, მარტივად და ეკონმიურად გააგრილოთ ობიექტი.

 

შპს “ბარკონ”-ი  Portacool-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში, დამატებითიინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე www.barcon.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი