ახალი ამბები

ინტერნეტის რეაქცია ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

7 ივნისი, 2015 • 1325
ინტერნეტის რეაქცია ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ”ბარსელონამ” ტურინის ”იუვენტუსი” ორბურთიანი სხვაობით (1:3) დაამარცხა. შესაბამისად, თბილისში, 11 აგვისტოს, უეფას სუპერთასის მატჩში კატალონიური კლუბი ”სევილიას” დაუპირისპირდება. ”ბარსამ” უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ის, თუ როდის, სად და რა რაოდენობის ბილეთები გაიყიდება ქართველ და უცხოელ გულშემატკივრებზე, ათი დღის შემდეგ გაირკვევა. ფედერაციის ინფორმაციით, უახლოეს 10 დღეში საქართველოს უეფას დელეგაცია ეწვევა და სუპერთასის ბილეთების საკითხიც მათი ვიზიტის დროს დაზუსტდება. 

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ იუვენტუსის ფეხბურთელები მიემართებიან კვარცხლბეგისკენ და საპატიო კორიდორის გავლით ართმევენ ხელს ბარსელონას მოთამაშეებს. ბარსამ 3-1 გაიმარჯვა. ბერლინის ოლიმპიური სტადიონი, გერმანია, 06.06.2015, ფოტო: EPA/THOMAS EISENHU
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ იუვენტუსის ფეხბურთელები მიემართებიან კვარცხლბეგისკენ და საპატიო კორიდორის გავლით ართმევენ ხელს ბარსელონას მოთამაშეებს. ბერლინის ოლიმპიური სტადიონი, გერმანია, 06.06.2015, ფოტო: EPA/THOMAS EISENHU

GFF-ს ცნობით, მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი ევროპულ სტანდარტებზე ბევრად დაბალი – 7, 15 და 30 ევროს ექვივალენტი ლარებში იქნება. ქართველი გულშემატკივრებისთვის ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ინტერნეტშიც. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირს და მასპინძელ მხარეს აქვთ თავიანთი კვოტები, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, რა რაოდენობის ბილეთები გამოიყოფა ქართველი ქომაგებისთვის.

ესაა რა ჩვენსას რო არაფერს ვაფასებთ და ყველას ლიჟბი აქედან წავიდეთ გაკერიათ პირზე აგერ ბარსა და იუვემ დახოცეს ერთმანეთი თბილისში ჩამოსასვლელად

Posted by Real Goga on Saturday, June 6, 2015

ჩემს ნაცრისფერ ქალაქს, რომელიც ზუსტადაც, რომ აგვისტოში უარესად ოფლში ამოსვრილი, მტვრიანი და გადაბუგული იქნება, სწორედ მა…

Posted by Guki Giunashvili on Sunday, June 7, 2015

ბარსელონას ვერ ვიტან 2006 წლის შემდეგ, მეოთხედფინალში მილანი რომ გამოაგდეს, როცა შევჩენკოს, ბარსელონაში არ ჩაუთვალეს ასპ…

Posted by Tamara Karelidze on Saturday, June 6, 2015

იულიუს კეისარი: ‘მივედი, ვნახე, გავიმარჯვე’პოგბა : ‘მივედი, ვნახე, წამოვედი’

Posted by Tamar Gogsadze on Saturday, June 6, 2015

მოვიგებთ თუ წავაგებთ, იუვე ჯობდა , ბარსელონას სანახავად მე არ წავალ , დამითმია სტადიონი ?

Posted by Keti Lagvilava on Saturday, June 6, 2015

რონალდომ ამაშიც აჯობა მესის.მთელი 2 თვით ჩამოასწრო თბილისში.

Posted by Alexandre Che Lordkipanidze on Saturday, June 6, 2015

ეტყობა ზევსი იუვეს ფანია….. რავიცი აბა რამ გადარია ასე?

Posted by Gio Fox on Saturday, June 6, 2015

თუ გვანცა ვერ ჩავა ბარსელონაში, ბარსა ჩამოვა გვანცასთან ^_^

Posted by Gvantsa Chibukhaia on Saturday, June 6, 2015

juventus-ის გულშემატკივრების პატივისცემის მიუხედავად ვფიქრობ ქართველი barcelona-ს გულშემატკივარი იმსახურებს საქართველოში…

Posted by Bacho Tetruashvili on Saturday, June 6, 2015

და ამ ბიჭმა თავისი გოლი გაიტანა

Posted by Khidasheli Tinatin on Saturday, June 6, 2015

მარადონა იყო, მესი ჩამოვა.მადლობა პელეს.

Posted by Oto Kakhidze on Saturday, June 6, 2015

მესი დიდუბის ბაზრობასთან ?

Posted by Ani Dalakishvili on Sunday, June 7, 2015

2005 წელს სიტყვა ვთქვი, ქვედა ტუჩის ქვემოთ რომ წვერისებრი წარმონაქმნი მაქვს, იმას მხოლოდ მაშინ გავიპარსავ, ბარსა როცა ჩემპიონთა ლიგას მოიგებსთქო.ამ 10 წელიწადში უკვე 4-ჯერ გავიპარსე.

Posted by Mikheil Zakareishvili on Saturday, June 6, 2015

ბარსა გომბორზეა, ტეკთან… :3

Posted by Eka Eloshvili on Saturday, June 6, 2015

დარია თუ ავდარიიიააა ბარსა მაგარია :3 :D Posted by დიანა ზვიადაძე on Saturday, June 6, 2015

Mixaria messis gaxarebul saxes rom vxedav:) sul undoda tbilisshi chamosvla

Posted by Johan Demetre Nagel on Saturday, June 6, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი