თანხა, რომელიც სამხრეთ აფრიკას კარიბის დიასპორის პროგრამის განსახორციელებლად ჩაერიცხა, რეალურად ჯეკ ვორნერის პირად ანგარიშებზე გადანაწილდა და მისი საკრედიტო დავალიანებების დასაფარად დაიხარჯა. ვორნერს ფულის გათეთრება ედება ბრალად.
FBI-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში ჩანს, რომ 2008 წლის იანვრიდან 2009 წლის მარტამდე სუპერმარკეტების ქსელს ტრინიდადიში 4,860,000 დოლარი ჩაერიცხა. თანხა დროთა განმავლობაში ჯეკ ვორნერის პირად ანგარიშებზე ბრუნდებოდა.
ვორნერს ასევე ბრალად ედება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ აფრიკაში ჩატარებისათვის მხარდასაჭერად ადგილობრივი მაღალჩინოსესნებისაგან 10 მილიონი დოლარი ქრთამის აღება. მან 40,000 დოლარი გადაუხადა ყველა იმ პირს, ვისი მოსყიდვაც ჩემპიონატის ჩატარების უფლების მისაღებად გახდა საჭირო.
72 წლის ჯეკ ვორნერი კორუფციის ბრალდებას არ აღიარებს.
27 მაისს, ციურიცხში, FIFA-ს 14 ოფიციალური პირი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალად ედებათ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის მიღება.