მთავრობის ცნობით, მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 700 ადამიანი დასაქმდება. 182-ნომრიან სასტუმროში საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა-ცენტრია განთავსებული.
აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ორბი ჯგუფის” ახალი პროექტის “Orbi Beach Tower”-ის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.
39-სართულიანი, 785 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობაზე დასაქმებულია 400 ადამიანი, მშენებლობის დასრულების შემდგომ კი 200 ადამიანის დასაქმდება, აცხადებს მთავრობა.
სასტუმროს მშენებლობა 2013 წლის მარტში დაიწყო და 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.