ახალი ამბები

ცოლზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო კაცი დააკავეს

17 დეკემბერი, 2019 • 1799
ცოლზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო კაცი დააკავეს

რუსთავში კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

სხვა გარემოებებზე შსს-ში არ საუბრობენ, თუმცა, INFO Rustavi-ის ცნობით, პოლიცია ქალმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც ქმარმა მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა. გამოცემის თანახმად, კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

წაიკითხეთ ასევე:

ცოლზე ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით კაცს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი