ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება

17 დეკემბერი, 2019 • 1749
ღარიბაშვილი: მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედროებისთვის ახალი საბინაო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის აშენება იგეგმება, სადაც სამხედრო მოსამსახურეები ბინების შეძენას შეღავათიან პირობებში შეძლებენ:

“ახალი პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, თუ მათ უწევდათ ღირებულების 60 პროცენტის დაფარვა, ახალი პირობებით 50-პროცენტიანი თანამონაწილეობის პრინციპი მოქმედებს. კერძო კომპანიის ნაცვლად მშენებლობას ჩვენი უწყების სამშენებლო კომპანია განაცოხრიელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულებას წინასწარი გათვლებით, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 200$ იქნება, შესაბამისად, ჩვენს სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში ასი დოლარის გადახდა მოუწევთ” ,- ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს შეეძლებათ უპროცენტო შიდა განვადებით სარგებლობა და პირველ ეტაპზე პროგრამით ისარგებლებს 1000-ზე მეტი სამხედრო ოფიცერი და სერჟანტი:

“რაც მთავარია, ამ თანხის გადასახდელად ჩვენს სამხედროებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ თანხის გადასახდელად სრულიად უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. პროექტი ამ ეტაპზე შეეხება ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. ჩვენი გეგმის მიხედვით ოფიცრები და სერჟანტები მაქისმალურად სამსარტყლიანი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღბენ. პროექტი გაგრძელდება და გახდება შეუქცევადი. ჩემი ბრძანებით დამტკიცდება განგრძობითი ბინათმშენებლობის პროგრამა”, – ამბობს ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი