ახალი ამბები

სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში 182 ათასი ჰა მიწა დამუშავდა

6 ივნისი, 2015 • • 993
სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში 182 ათასი ჰა მიწა დამუშავდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით პროექტში 800 000 ფერმერი იღებს მონაწილეობას.

 

საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის 101,235 ფერმერი იღებს მონაწილეობას, აქედან ხვნის ბარათი 70265 ბენეფიციარმა მიიღო, აცხადებს სამინსიტრო.

 

მესტიის რაიონში “მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის “ ფარგლებში უკვე მოხნულია 304 ჰექტარი მიწის ფართობი.

 

სამინისტროს ინფორმაციით, მესტიის რაიონში დარჩენილი 32 ჰექტარი, რომელიც 10 ივნისამდე დამუშავდება. ხვნის სამუშაოებს კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად შპს „მექანიზატორის“ 6 ტრაქტორი ასრულებს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, “მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით“ წელს მესტიის რაიონის 3828 ფერმერი სარგებლობს, აქედან ხვნის ბარათი 1912 ბენეფიციარმა მიიღო.

             

მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო, წელს პროგრამის ბოლო ეტაპია. „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.

მიწა
მიწა

მასალების გადაბეჭდვის წესი