ახალი ამბები

ქუცნაშვილის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის განიხილება

5 ივნისი, 2015 •
ქუცნაშვილის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის  განიხილება

მისი განცხადებით, დღეს კოალიცია ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომაზე სწორედ ამ საკითხს განიხილავენ:

 

“ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია, განიხილება. შესაბამისად, დისკუსია მიმდინარეობს. ეს ნორმალური პროცესია. ჩვენი კოალიცია არის დემოკრატიული კოალიცია და აზრთა სხვადასხვაობა ჩვენო კოალიციისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ერთი კარგი წესი, რომ ვიხილავთ, ვკამათობთ, ვდავობთ და ვცდილობთ, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევაჯეროთ პოზიციები. ზოგიერთი მომხრე ამბობს, რომ 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ზოგიერთი კი მოწინააღმდეგეა,”– ამბობს ქუცნაშვილი.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, რა როლი აქვს დღევანდელ გახილვებში ივანიშვილს, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ იგი არ არის მისი პრესსპიკერი. ასევე კითხვაზე, ესწრება თუ არა ივანიშვილი უმრავლესობის სხდომას, დეპუტატი ამბობს, რომ “ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს ამ ფაქტს”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი