ახალი ამბები

დაპირისპირება პარლამენტში [ვიდეო]

16 დეკემბერი, 2019 • 1280
დაპირისპირება პარლამენტში [ვიდეო]

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირსპირდნენ.

ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძისგან მოითხოვა, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მოსანახულებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება მიეცეს, რისი საშუალებაც, დეპუტატის თქმით, თვეებია არ ეძლევა.

სხდომაზე თინა ბოკუჩავას მიკროფონი გამოურთეს, რის შემდეგაც ფეხზე წამოდგა, არჩილ თალაკვაძეს მიაუხლოვდა და ფურცლები დაუხია.

“თითს ნუ მიქნევ და დაჯექი თავის ადგილას! თუ არადა, მიბრძანდი სხდომიდან. გაიყვანეთ. სერგო, დაამშვიდე კოლეგა”, – მიმართა თალაკვაძემ ჯერ თინა ბოკუჩავას, შემდეგ კი, “ევროპული საქართველოს” წევრ სერგo რატიანს.

სხდომაზე ასევე ერთმანეთს სიტყვიერად დაპირისპირდნენ მიხეილ ყაველაშვილი და სერგო რატიანიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი